დაკავებული თამაზ ხომასურიძის მამა, გიორგი ხომასურიძე ითხოვს, რომ მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილი დილით, დაახლოებით, 8 საათზე აიყვანეს.
მისივე თქმით, მან პოლიციელებისგან მოისმინა, რომ თამაზ ხომასურიძეს მუქარას ედავებიან.
ზ.ხ- ბაბუა მის შვილს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ დაბადების დღის შემდეგ, სანამ დააკავებდნენ სულ კარგ ხასიათზე იყო, იცინოდა და ფილმებს უყურებდაო.
“კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს.
ინფორმაცია შსს ადასტურებს, თუმცა დეტალები უცნობი რჩება.
კომენტარები
