23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელს მოაწერს. მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.
აქტის გაფორმებით დასრულდება 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
დოკუმენტს ფრანგული მხარიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კომენტარები