თბილისში, ხვალიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში, 28 სექტემბრამდე კარგი ამინდები შენარჩუნდება, მომდევნო დღეებში კი კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელია.
მისივე თქმით, თბილისში უხვი ნალექი თვის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.
კომენტარები