პროფესორი ედიშერ გვენეტაძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს გარეშე და შინა მტრები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ჩაგვრთონ იმ საომარ მოქმედებებში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს.
ეს ნაძირლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ყალბი ვიდეო დადეს თითქოსდა საქართველოდან სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა გადიოდეს აზერბაიჯანში, რაც კატეგორიულად უარყო სომხეთის ელჩმა საქართველოში! მესმის რომ ამას აკეთებენ გარეშე მტრები! კი მაგრამ შენ, არაკაცო, ასე როგორ უნდა გძულდეს შენი სამშობლო და ხალხი – მოხუცები, ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები, უღვთო სისხლისღვრისათვის რომ იმეტებდე შენი სკამზე დაჯდომის სანაცვლოდ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.
კომენტარები