არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბესო კალაძემ განაცხადა.
ორგანიზაციის გლდანის განყოფილების წევრებმა მარიამ კოხრეიძემ, ბესო კალაძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა „თავისუფალი ზონის“ წევრებმა „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს და მოსალოდნელ დესტაბილიზაციის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს.
“საქართველოს ერთგულების სახელით“ ამ ორგანიზაციის მთავრი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა ქუჩაში გამოსულიყო.
მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი,რადგან მე უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა”, -განაცხადა ბესო კალაძემ.
მანვე, საზოგადოება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
ბესო კალაძე არ გამორიცხავს, რომ მის მეგობრებს ამ განცხადების შემდეგს საფრთხე შეექმნეთ.
“მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვინმე ჩემი გუნდის წევრს რაიმე დაემართება მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას”.
მე ვაფრთხილებ საზოგადოებას არ აყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალურ მოძაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“
„თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრები უახლოებს დღეებში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.
“არჩევნების შემდეგ არც მსხვერპლია გამორიცხული”
2016/09/26 11:41:10
კომენტარები
ნანახია: 1896 ჯერ