„დღეს ვიმსჯელეთ საბჭოზე დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.
„ჩვენ კვლავ ლოკალური შეზღუდვებით მივდივართ, ვინაიდან კარგად მუშაობს ეს შეზღუდვები, თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები