ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დროშას გუშინ ბევრმა მიაქცია ყურადღება. ფორმა ძველია, გახუნებული. დიდი ალბათობით მისი, ანუ ნახმარ ფორმას ნაგავსაყრელზე არ აიღებდა. ფორმის შეფერილობით შეიძლება გათვლა რომელ წლებში და რომელ ძალოვან უწყებებს მიეწოდებოდა ასეთი ფორმა. ანუ წრე შეიძლება გამოიკვეთოს. შემდეგ გამორიცხვის მეთოდით.
ეს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ფორმაში იყო, ანუ თუ ყოფილი ძალოვანია.
დიდი ალბათობით უკვე უნდა არსებობდეს მისი ხმის ნიმუში. შესაძლოა სამართალდამცავები სხვა დამატებით ინფორმაციასაც ფლობდეს.
ეს მხოლოდ არასპეციალისტის ვარაუდებია. არ ვარ პუარო. თუმცა ქვეყანაში ბევრი პუარო, მეგრე და ჰოლმსი გვყავს. დუღს მედია და სოცქსელი.
ჰო, გუშინ ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია. მაგრები არიან, გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ფულს ასახელებენ მოტივაციად.
პოლიტიკა რომ გამოვრიცხოთ, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორისტული საქმიანობისთვის არ სჭირდება? გამოდიან ახალნასტუდენტარი ექსპერტები… მედიაც ტრიბუნას აძლევს.
ჩემს ჩართვას თუ უსმინეთ, ვსაუბრობ, რომ თავისი შინაარსით ახლოსაა ტერორისტულ აქტთა. ვისაც არ სჯერა, წაიკითხოს კოდექსში (ვიკიპედიაში კი არა, კოდექსში) ტერორიზმის და ტერორისტული აქტის განმარტება. გადაკვალიფიცირდება თუ არა, ძიების დროს გამოჩნდება, ან დარჩება ყაჩაღობა, წამება იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით.
რაც გუშინ ვთქვი, გავიმეორებ: როცა სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ორი ათეული ჩვენი მოქალაქე წამების პირობებში იმყოფება, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ამორალურია.
დანარჩენი შეფასებები სხვა დროს.” – წერს სალუქვაძე.