“კაცი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი” – ასე ჰქვია სულხან მოლაშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაცია კინოთეატრ „ამირანში“ იმართება. ღონისძიებაზე ასევე სტუდია „მაესტროს“ მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებაც მიმდინარეობს, რომელიც სულხან მოლაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
“სულხან მოლაშვილის ოჯახში გამართულ შეხვედრაზე დაგაწყდა, რომ გამართულიყო დიდი შეხვედრა-აქცია, სადაც გავაკეთებდით პრეზენტაციას, რომელიც ბატონი სულხანის ცხოვრების შესახებ მოგვიყვებოდა. ასევე, დღეს არის ფილმის პრეზენტაცია. ეს ფილმი ეძღვნება ყველა მსხვერპლს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ასე გაიმეტა,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ღონისძიების ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ.
კომენტარები