„უახლოეს დღეებში უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, დრო ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოდიან თუ არა კომპრომისზე და შედიან თუ არა პარლამენტში. რეალურად, ბურთი მათ მოედანზეა, უბრალოდ ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის, ასევე სახელმწიფოს წინაშე და უახლოეს დღეებში თუ არ წამოვიდნენ ამ დათმობაზე, არ შეასრულეს თავისი ვალდებულება, რაც მათ კონსტიტუციით და კანონმდებლობით ეკისრებათ, მაშინ პარლამენტი შეიკრიბება. ეს მოლაპარაკებები კი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, 4 წლის განმავლობაში, მომავალ არჩევნებამდე“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
რა ალტერნატივა რჩება ოპოზიციას, თუ ისინი ბოიკოტს განაგრძობენ, გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ „ხმაური და შანტაჟის, მუქარის, არეულობის ენა, საერთაშორისო ასპარეზზე არჩევნების დელიგიტამიის მცდელობის.
„დღეს ამის შესახებ უკვე თქვა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ჩავარდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თუ მმართველი პარტია არ წავა დათმობაზე. შესაბამისად, აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რა ტაქტიკის გამოიყენებას აირჩევენ ისინი, თუმცა გასულმა თვენახევარმა უკვე გვაჩვენა, რომ არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით, მათ დიდი რესურსი აღარ დარჩათ იმისათვის, რომ რაიმე შინაარსიანი ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.