მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უნდა შესვლა პარლამენტში და ახლა ეძებს საბაბს და ცდილობს, რომ კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან რაღაც მოგონილი საბაბით, – ასე უპასუხა სერგი კაპანაძემ ალეკო ელისაშვილის განცხადებას. „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კაპანაძემ აღნიშნა, რომ „მოქალაქეების“ ლიდერის ბრალდებები საბოტაჟთან დაკავშირებით არასერიოზულია.
„საუბარი იმაზე რომ „ევროპული საქართველო“ არის საბოტაჟის რეჟიმში უბრალოდ არასერიოზულია. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვმონაწილეობთ ამ მოლაპარაკებებშიც და დიდი გამოცდილება გვაქვს მოლაპარაკებებში მონაწილეობის აქამდეც. ჩვენი ამოცანა არის, რომ მთავარი მოთხოვნები, რაც ჰქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ეს მოთხოვნები იყოს ბოლომდე გატანილი – ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის პოლიტპატიმრები და ეს არის საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა კაპანაძემ.