შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში გუშინ მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.
შსს პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში, 6 მაისის პარკში მამაკაცი გუშინ დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
კომენტარები