ჩემთვის პედაგოგის საქმიანობის სირთულე არ არს უცხო, რადგან ჩემს ოჯახში ორი პედაგოგი იყო. დედაც და ბებიაც პედაგოგები გახლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კარგად იცის, რამხელა თავდადებაა პედაგოგობა და ქედს იხრის პედაგოგების წინაშე.
„ბებია ბევრი ათწლეულის განმავლობაში მათემატიკის პედაგოგი გახლდათ, დედა უნივერსიტეტის პროფესორი. დედა აღარ არის ცოცხალი, ბებია 95 წლისაა და ჩემთან ცხოვრობს. არაერთხელ მინახავს საკონტროლო წერის რვეულების გასწორების დროს, ღამის ორ საათზე, მას შემდეგ, რაც მე და ჩემს ძმას გვამეცადინებდა ხოლმე. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა თავდადებაა პედაგოგობა. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს.