აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი განმარტავს, რატომ შევიდა, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით გადადგა.
„დეპუტატი უნდა იყოს უმაღლეს საბჭოში და პარლამენტში. უნდა გითხრათ, რომ 1990 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო, მე მაშინ მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს ძველი ბათუმის ოლქში და აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვიყავი, რომელმაც ეს ოლქი მოიგე და სხვათაშორის, თამაზ დიასამიძემ და დავით ბერძენიშვილმა, „რესპუბლიკელებმა“ მაშინ მოიგეს საქართველოს პარლამენტის მანდატი, მაშინ 80 კაციან დეპუტაციაში 11 კაცი ვიყავით „რესპუბლიკელები“.
რამდენიმე სხდომა ჩატარდა, სამწუხაროდ, ასლან აბაშიძემ გაგვრეკა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და როდესაც უმაღლეს საბჭოში აღარ გაისმა ოპოზიციური ხმა, ქალაქში გაჩნდა ძალიან ბევრი თოფიანი ხალხი. 91 წელს მოგეხსენებათ, როდესაც საქართველოს პარლამენტში აღარ ისმოდა ოპოზიციის ხმა, იქაც თოფიანმა ხალხმა აიღო ხელში ძალაუფლება და დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, ამას რა მოჰყვა, კარგად მოგეხსენებათ“,- განაცხადა ჩავლეიშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, გადაუხადა თუ არა სამაგიერო “ნაცმოძრაობას” იმით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, ჩავლეიშვილმა შემდეგნაირადუპასუხა:
“2004 წელს კენჭს ვიყრიდი უმაღლეს საბჭოში და მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც პირველი ტური მოვიდე, მორე ტური გამიყალბეს და დავრჩი გარეთ, ამ პარტიას ჩემი ვალი ჰქონდა და ვალი დავიბრუნე”, -განაცხადა ჩავლეიშვილმა.