“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან არ იცის ვინ არის GFK-ს საველე მკვლევარი. გვარამიას განმარტებით, ინფორმაციას არ ითხოვენ, რადგან მისი აზრით, ეს უფრო საეჭვოს გახდიდა ეგზიტპოლებს:
“რეზულტატები მომდის იმეილით, რომელიც საჯაროვდება მეორე დღეს. გრაფიკას მომზადება სჭირდება. მეტი ჩვენთვის არაფერია ცნობილი. რატომ არის ასეტი გადაჭარბებული შეფასება, ამ ეგზიტპოლების მნიშვნელობის? ეს არის ეგზიტპოლები და მეტი არაფერი. ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლებს კეთილსინდისიერად. ვაქვეყნებთ იმას, რასაც გვაძლევს GFK. უფრო დეტალური პასუხების გაცემა მათ შეეძლებათ. ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები. GFK-ს ექნება პრეზენტაცია თბილისში და ის გაგცემთ პასუხებს. ჩვენ რამდენჯერმა გავაკეთეთ განცხადება. არ შევდივართთ GFK-სთან კომუნიკაციაში, თუ ვინ არის საველე მკვლევარი. ეს არის არაჯანსაღი დაინტერესება. ის გაგცემთ პასუხს, როგორია მისი მეთოდოლოგია, რატომ გააკეთა არჩევანი ამ საველე მკვლევარზე და ასე შემდეგ… მე რომ ეს ვიცოდე და ინფორმაციებს ვითხოვდე, ჩვენი აზრით, ეს გაცილებით საეჭვოს გახდიდა ეგზიტპოლებს”, – განაცხადა გვარამიამ.