სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეთნიკური ქურთების ქორწილში აიფეთქა თავი. შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი და ათობით დაშავდა. შემთხვევა სირიის პროვინცია ელ-ჰასაკაში მოხდა.
როგორ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.
ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ მედიასააგენტომ „ამაქმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტი სწორედ დაჯგუფების წევრმა განახორციელა.
კომენტარები