პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელშ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლეკად გთავაზობთ.
“2020 წელი ერთ- ერთი მძიმე წელი იყო ჩემი 50 წლიანი ცხოვრების მანძილზე: უწყვეტი ცილისწამება, ტყუილი, შეტევა ყველა მხრიდან, შრომა, ბრძოლა, ბოლოს- ვირუსი, 20 დღიანი ავადმყოფობა და მისი დამარცხება. ამ სიმძიმის მიუხედავად, რა თქმა უნდა, იყო ნათელი დღეები და მახსოვს კეთილი ადამიანების უანგარობა, რასაც ვაფასებდი და ყოველთვის დავაფასებ. ეს იყო წელი, როცა ერთ- ერთ გადაცემაში ხმამაღლა ვთქვი, რასაც ვფიქრობდი: დავიღალე… მაგრამ გავაგრძელე შრომაც, ბრძოლაც, თუმცა… თავისმართლებასაც ვერ ავცდი… და ესეც უკვე წარსულია, რომელმაც მორიგჯერ… ახალი და დიდი გამოცდილება შემძინა.
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მაჩუქა კიდევ ერთი წელი. მადლობელი ვარ იმის გამო, რაც მომცა და ასჯერ მადლობელი ვარ იმისათვის, რაც არ მომცა და რასაც ამარიდა.
ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანის ოჯახი. ჯანმრთელნი იყავით, იხარეთ, იბედნიერეთ, სულ გქონდეთ სიხარულის მიზეზი, დაფასდეს თქვენი შრომა, თავდადება, ერთგულება. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ წვლილი შეიტანოთ, შევიტანოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობაში, მაშინ ქვეყანაც გაიხარებს და ჩვენი ოჯახებიც. მოგვეცეს კეთილის და ბოროტის გარჩევის სიბრძნე, რომ ცხვრის ქურქში გამოწყობილმა მგლებმა თავი არ მოგვაწონონ და გონება არ დაგვიბნელონ.
ღმერთის გზას არ ავცდეთ. გვწამდეს, ის ხედავს წრფელ გულს… ❤ მხოლოდ თქვენი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელ კომენტარებს ვკითხულობდე. არ მესმოდეს, რომ ბავშვს შია, სწავლა უნდა და ინტერნეტი არა აქვს, არ მესმოდეს, რომ სახლი არა აქვს, დედა ან მამა ავად ჰყავს… ბასილი დიდი და წმინდა ნიკოლოზი იყოს ამ ოჯახების შემწე და საშობაო სტუმარი.
ხარობდეს ჩვენს სულში სასოება და გონებაში- კეთილი აზრი
გაიხაროს საქართველომ!!!”.