სამხრეთ აფრიკაში შეიარაღებულმა პირმა წვეულებაზე, სულ მცირე, 11 ადამიანი მოკლა, დაშავებულია სამი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში მოხდა.
„ათი მსხვერპლი, მათ შორის ქალი, ადგილზე დაიღუპა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა პოლიციამ.
მკვლელობების მოტივი ჯერ უცნობია. როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 60 მკვლელობა ხდება, რის გამოც ქვეყანას მკვლელობების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
კომენტარები
