ლარზე ზეწოლა არის ძალიან დიდი, თუმცა ბიუჯეტშიც იყო ასახული საპასუხო მექანიზმებისთვის შესაბამისი რესურსები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე წინასწარი თადარიგი დაჭერილია, დანარჩენი კი, პირველ რიგში ეროვნული ბანკის საქმე და ამ პროცესში მთავრობაც იქნება ჩართული.
„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ლარის კურსი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. ზეწოლა არის დიდი, გამომდინარე საერთო ეკონომიკური პრობლემებიდან, რა შექმნა პანდემიამ, თუმვა საპახუსო ზომებიც არის მისაღები“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები