ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.
„მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც „ინგორყვას კლინიკაში“ ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე მოინახულა.
მისივე განცხადებით, ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული,ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. დანარჩენებს აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. სერგეენკომ სამი პაციენტი მოინახულა.