იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს საქალაქო სასამართლოში მან განაცხადა, ის პირი, ვინც მოსამართლეებსა და სასამართლოს ნდობას შეურაცხყოფას მიაყენებს, უნდა დაჯარიმდეს.
მისივე განმარტებით, სასამართლო სისტემაზე მუდმივად მიდის მიზანმიმართული შეურაცხყოფა.
„თუ მხარე და არა ჩვეულებრივი მოქალაქე შეურაცხყოფას მიაყენებენ თავისი გამოსვლებით მოსამართლეს, სასამართლო სისტემას და არ მოიხდიან ბოდიშს, სასამართლო პროცესზე გამოცხადებისას უნდა იყოს დაჯარიმებული”, – განსაზღვრა მურუსიძემ.
კითხვაზე, როგორ მოხდება გამიჯვნა, კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის, მურუსიძემ აღნიშნა, რომ “როდესაც ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუკანონებელი ეს არის კრიტიკა, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლეები ერთი-ორის გარდა არიან ხაჭაპურის მცხობელები და არავითარი განათლება არ აქვთ, ეს არის შეურაცხყოფა”, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე სასამართლოსა და მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის ჯარიმის შემოღების ინიციატივით გამოდის
2016/10/06 22:08:59
ნანახია: 1352 ჯერ