ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები, ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ.
სხდომათა დარბაზში ხმაური ამ დრომდე გრძელდება.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.
კომენტარები