ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, კითხვით მიმართავს და აცხადებს, „მათმა კომისიის 3 000-მა წევრმა რამდენი საჩივარი დაწერა არჩევნების შემდეგ?! ეს ძალიან მაინტერესებს“, – ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„იმ 3 პარტიის წარმომადგენლების ადგილზე უბრალოდ შემრცხვებოდა, იმიტომ რომ მე თითქმის 4 000 რომ მყოლოდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული, საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს, შემდეგ რომ გამოვსულიყავი და მეთქვა გამიყალბესო და ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რომ მითხრას, მოდი დამიმტკიცეო, შენს 3 8000 დამკვირვებელთან ერთად და მე ჭერში ყურება დავიწყო და არა ვერ დაგიმტკიცებ 1%0-საცთქო, მე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს მათ ადგილას.
არცერთ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი არ გვყავდა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება გაყალბების მასშტაბის ჩვენება საქართველოს მასშტაბით. 4000-მდე კაცი რომ მყოლოდა, „ქართულ ოცნებას“ 1%-საც დავუმტკიცებდი და გაცილებით მეტსაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.