პროტესტის უფლება აქვთ და ხელი არ შეეშლებათ, მაგრამ ის რომ სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეაფერხონ, ამის საშუალება მათ არ მიეცემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პიკეტირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯები და რატომ იგდებენ თავს ამ სასოწარკვეთაში მაგას მეც ვერ ვიგებ. ხალხმა მათ ხმა მისცა, თან საკმაოდ ბევრი და შებრძანდნენ პარლამენტში, იმუშაონ და იმუშაონ თან ისე, რომ მომდევნო არჩევნებზე უფრო მეტი ხმა აიღონ . ესაა პოლიტიკა და დემოკრატიული პროცესი, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ქვეყანაში მუშაობს.
პიკეტირებას რაც შეეხება, იქ სადაც კანონს დაარღვევენ ამის საშუალებას არ მივცემთ. პროტესტის უფლება აქვთ და ხელი არ შეეშლებათ,მაგრამ ის, რომ სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეაფერხონ, ამის საშუალება მათ არ მიეცემა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.