საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთისა და უკრაინის საზღვართან ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„მწუხარებას გამოვხატავ უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ უკრაინას და ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – წერს პრეზიდენტი.
უკრაინული ავტობუსი პოლონეთის სამრეთ-აღმოსავლეთით ავარიაში მოჰყვა. შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
კომენტარები