ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
“15 მაისს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს. ეს ამბავი 20 მარტს დაანონსდა, აქციამდე დაახლოებით 2 თვით ადრე. უწინ, “ნაციონალური მოძრაობა” & მისი განშტოებები 1 თვით ადრე აწყობდნენ ე.წ. “მასშტაბურს” – რეალობაში აქტივისტებისა და ზოგიერთ მოტყუებულ თანამოქალაქეთა (ბევრ შემთხვევაში სრულიად აპოლიტიკურნი) თბილისში ექსკურსიას გარკვეული თანხით, სასმელ-საკვების გარანტიით. ახლა კი სხვა დრო დაუდგათ ნათელაშვილის ფანჩატურის მკვიდრთ. ქუჩის აქციების მხარდაჭერა ძალიან დაღმავალია, ხოლო ეს ერთდღიანი “მასშტაბური” და შემდგომში მხოლოდ ნახევრადცარიელი კარვების ატანა ბევრს აღარ შეუძლია.
საკითხავია, 15 მაისის შემდეგ რა იქნება? ცხადია, 20-21 ივნისი, შემდეგ? ივლისი-აგვისტო ცხელა, ხალხი მაქსიმალურად გავა დედაქალაქიდან. და ადგილობრივ თვითმმართვეელობის არჩევნებისათვის მზადება “მასშტაბური” კარავაქციებით ხდება თუ ისევ ბოიკოტისა და “მიტაცებულის” გზავნილის ‘სოუსით იხარშება?”, – წერს გია აბაშიძე.