ნათია სუჯაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
“მეგობრებო, ყველამ იცით არ გამოვირჩევი სოც. ქსელში აქტიურობით და მითუმეტეს სტატუსების წერით . ისიც ალბათ ყველამ იცით, რომ ვერ ვიტან უსამართლობას. ზუსტად იმ უსამართლობას მინდა გამოვხმაურო რასაც პატიოსანი ადამიანის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჰქვია.
რაც თავი მახსოვს ჩემ ცხოვრებაში არსებობს დავით სუჯაშვილი და მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით. იმიტომ, რომ არის კარგი შვილი, ძმა, მეუღლე, მამა, მეგობარი, გაჭირვებული ადამიანების გვერდში მდგომი და ქველმოქმედი(რაზეც თვითონ არასოდეს საუბრობს). მან თავისი ცხოვრება ათეული წლების წინათ სამშობლოს დაუკავშირა და დღემდე კეთილსინდისიერად ემსახურება მას.
იმედია გამოჩნდებიან ნამდვილი და არა მიკერძოებული ჟურნალისტები, რომლებიც მართლა დაინტერესდებიან დავით სუჯაშვილის ცხოვრების გზით, რომელიც პატიოსნებაზე განათლებაზე და დიდ ძალისხმევაზე გადის. მისი ქონებით თუ როგორ მოხდა თუნდაც იმ სახლის აშენება , მისი შემოსავლებით, კრედიტებით და ა.შ. არამგონია ვინმეს უთხრას უარი.
P.S. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს დავით სუჯაშვილის ნაირი ვაჟკაცები. მე მისით ვამაყობდი, ვამაყობ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიამაყებ.”-წერს სუჯაშვილი.