ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე იან კელის განცხადებას, რომელმაც გუშინ, „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ოპოზიცია რუსულ საქმეს ემსახურება, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება უფრო ახლოს დგას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ქართული ოპოზიციური პოლიტიკური საფანჩატურეთი, რომ დამბლადაცემულია ეს მთელ დუნიაზეა საყოველთაოდ ცნობილი!
მაგრამ აი ე.წ. ქართული ოპოზიციური ქართული ჟურნალისტიკა თუ ასე მეხდაცემული იყო ბოლომდე კიდევ არ მეჯერა!
ის რაც წუხელის ნეტარხსენებულ ცოლ-ქმარს (პეტრიაშვილ-მიშველაძის დუეტს) დაემართა ეს უკვე არავითარ საზღვრებში (განათლების, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის, ზნეობის…) არ ჯდება!
ამ ორივე “ტურფამ” დაამტკიცა, რომ ისინი სრულიად უცხონი და გამოუსადგარნი არიან ქართული სატელევიზიო-ჟურნალისტური სივრცისათვის!
რატომ ? აი იმიტომ რომ ეს ორი სუბიექტი, რომელიც ჟურნალისტობას იბრალებს ეტყობა არც არაფერს უყურებს, არც არაფერს კითხულობს, არც არაფერს ისმენს და არც არაფრის ანალიზის თავი არ აქვს!
თორემ იმ ფონზე, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება იმ კითხვას, როგორ დასვამდა ჟურნალისტი, რაც მათ ბნ კელის დაუსვეს?!
დასვეს და იმ დიდებულმა განათლებულმა, პროფესიონალმა ამერიკელმა კულტურულად დაახურა ძვირფას თანამეცხედრეებს!
ამიტომაც მეგობრებო, ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ერთ-ერთი ამათგანი გარკვეული ხნის განმავლობაში მინისტრი იყო ხალხნო, გაიგეთ მინისტრი!
და ეს ნამდვილად ამ ქვეყნის სირცხვილია!
იქმნება ისეთი შთაბეჭდილება ამათ და არა მარტო ამათ ფული მიეცი და თემურ-ლენგს, შაჰ-აბას, აღა მაჰმად ხანს და მიშა საააკაშვილს საქართველოს ეროვნულ გმირებად წარმოაჩენენ!
დიახ, გუშინ ესენი ცოცხლად დამარხა ბნ იან კელიმ!
და მერე მთელმა სოციალურმა ქსელმა!
და აქვე ისმის კითხვა: კი მაგრამ მიხვდებიან ამას “ორნი ტვ1-ში”!
არა მგონია!
იტყვიან გაზეპირებულ ფრაზას: მერე რა ჩვენ კითხვა დავსვითო?!
კი მაგრამ როგორი კითხვაო?!
აი ეს არის საკითხავი?!
და ბოლოს ამ ოპოტელევიზიის მესვეურებო, პატრონებო დამფინანსებლებო და ა. შ. კი მაგრამ ჯერ ერთი, როგორ იშოვა თქვენისთანა ხალხმა ფული?
და მერე არ გენანებათ ეს ფული ასეთ სუბიექტებს ასეთ სისულელეებში, რომ უხდით?!
და მერე ამათთვის ფულის მიცემას ახლა მძიმე მარხვაა და გაჭირვებულებს და ავადმყოფებს მაინც დაურიგეთ!
თქვენივე მომავალი თაობებისათვის იქნება დიდი მადლი!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.