იაგო ხვიჩია გუშინ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა. „გირჩის“ წევრისთვის ღამე თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები მიუღებელია.
„საქართველოში ბევრი ადამიანი დადის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, მის კონსტიტუციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვს. ასეთი ადამიანები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ჩემი აზრით, ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოზნერი კარგი კაცია, საქართველოზე გული შესტკივა და ა.შ. უბრალოდ ასეთი ქცევა საპასუხოდ იმისა, რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს და იმ კონცერტების დადგმა ჩემთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდ არაპოპულარულად მოგეჩვენოთ ეს ნალაპარაკევი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კომენტარები