პოლონელ პოლიტიკოსს, პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხშლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: “და შრეკი სად არის?”, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონასჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.
საქმეში ეჭვმიტანილი პოლონელი პოლიტიკოსი ვოიცეხ შლუსარჩიკი, უარყოფს, რომ მის პოსტში ნავროცკიიყო ნახსენები. ის ასევე ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი არ იქნებოდა შრეკთან შედარება, რომელიც დადებითი პერსონაჟია.
Gazeta Radomszczańska-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორებმა გასულ თვეში შლუსარჩიკსპრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენეს. შლუსარჩიკსდამატებით ბრალი ედება მარტა ნავროცკას (ფიზიკური პირის და არა საჯარო მოხელის) შეურაცხყოფაში მასმედიის გამოყენებით, რაც ცალკე დანაშაულია და ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
