ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე… მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის მადიდებელი, მასპინძლობენ ნიკიტა მიხალკოვს 2008 წლის ომის შემდეგ, ჰყავთ თავიანთ რიგებში რუსეთის მოქალაქენი, და იქ საცეკვაოდ და სამღერად წასულნი, და ქვეყანას აყენებენ უდიდეს ზიანს..
მათი სიის პირველი ნომერი მთელი ცხოვრება „ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ-ს“ გაიძახოდა, თან არა მარტო ფილმში. მათი პარტიის ლიდერი წავიდა პარტიიდან, რომ მის ცოლს ნოვისიბირსკში ეცეკვა. რამდენი ნომრიანი ან გავლენის აგენტია რუსული სპეცსამსახურების, ეს კიდევ არავინ იცის. ამ ყველაფრიდან მივიღეთ ის, რომ რუს ტურისტებს მათი კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ.
მიზანი მიღწეულია, სწორედ ეს იყო მთავარი, რომ ჩამოქცეულიყო საქართველოს ეკონომიკა, ჩაკეტილიყო ტურისტული საზღვრები და ქვეყანაში შექმნილიყო ცუდი ფონი. რუსეთის ტურისტების რაოდენობა პანდემიამდე (2019) იყო 16%. ანუ საქართველომ შეიძლება700 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგოს“, – წერს მჭედლიშვილი.