ვიოლა ფონ კრამონს არჩევნებს თუ გაუყალბებენ და პარლამენტს გარეთ დატოვებენ, როგორ შევა ასეთ პარლამენტში, ძალიან დამაინტერესებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მისივე თქმით, ყველამ თავი უნდა დაანებოს იმის თქმას, რომ გაყალბებული არჩევნებით ვინმე პარლამენტში უნდა შევიდეს.
„მე ძალიან დიდი ინტერესით დაველაპარაკები ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს და თუ მას გაუყალბებენ არჩევნებს და დატოვებენ პარლამენტს გარეთ, ან პირობითად 10 მანდატის მაგივრად მისცემენ ერთს, როგორ შევა ასეთ პარლამენტში და როგორ იმუშავებს, ძალიან დამაინტერესებს, თუ ამიხსნის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარები