იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრის რანგში პრეზიდენტთან პირველი შეხვედრა ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა რატი ბრეგაძეს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოსტზე წარმატებები უსურვა.
იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნო და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
კომენტარები