ჩვენ გვჭირდება საკუთარი, გამოკვეთილი იდენტობა. „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს არა ვიღაცის გაგრძელება, არა რაღაც საერთო ოჯახის ნაწილი, არა ვიღაცის უკეთესი ვარიანტი, არამედ უნდა იყოს ცალკე მდგომი, გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაში „ევროპულ საქართველოს“ ხელს შეუშლის როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.
„ჩვენ გვჭირდება საკუთარი, გამოკვეთილი იდენტობა. „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს არა ვიღაცის გაგრძელება, არა რაღაც საერთო ოჯახის ნაწილი, არა ვიღაცის უკეთესი ვარიანტი, არამედ უნდა იყოს ცალკე მდგომი, გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია. ამაში ხელს შეგვიშლის როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც, ვინაიდან მათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. მათ სურთ, რომ ჩვენი მხარდამჭერები მათი ამომრჩევლები გახდნენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან და ყოველთვის უნდა გავუსვათ ხაზი ჩვენს განსხვავებას“, – განაცხადა კახიძემ.