საკნიდან გამოსვლის გასაღები მელიას ხელშია, მაგრამ ამას საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობის შენარჩუნებისთვის იყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუკი ვაჭრობაზეა საუბარი, საკითხით თავად ნიკა მელია და ოპოზიცია ვაჭრობენ.
„ჩვენ პატივს ვცემთ, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობას და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო სამართლიანობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით იხილავს. სასამართლო მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, არის მისი პრეროგატივა.
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივატორი ალბათ ის რისკები და კანონისადმი დაუმორჩილებლობაა, რასაც ამ ადამიანის მხრიდან ჰქონდა ადგილი. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.