წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. მამა გიორგიმ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.
მისი თქმით, პანდემიის დასრულება სწორედ ვაქცინაციის საშუალებით არის შესაძლებელი.
„ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რათა ქვეყანა გაიხსნას და ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ კალაპოტს. ჩემმა მრევლმა ბევრმა გაიკეთა უკვე და მე, როგორც კი მომიწია, გავიკეთე ვაქცინა”, – აღნიშნა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.
კომენტარები