მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის წესით არჩეული, გერმანული ენის 12 მასწავლებელი ავსტრიიის დედაქალაქში, „INNES INSTITUTE VIENNA“-ში გაემგზავრა.
აღნიშნული პედაგოგები 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო პედაგოგიკურ კურსს გაივლიან და ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნობიან. სასწავლო კურსის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ადგილობრივი კულტურის გაცნობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კონკურსი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე კონკურსანტები წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე შეირჩნენ, ხოლო მეორე ეტაპზე გასაუბრება ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საჯარო სკოლების მოქმედ უფროს და წამყვან მასწავლებლებს ჰქონდათ.