აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი ავრცელებს.
შარიფის თქმით, ემზადებიან ელექტრონული ხელმოწერისთვის, რასაც მომდევნო კვირაში ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მოჰყვება.
„ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე, როგორც არასდროს, უახლოეს 24 საათში მისი დასრულებით. პაკისტანი ემზადება სამშვიდობო შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერისთვის, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვება ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მომდევნო კვირას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება მტკიცე საფუძველს დაუდებს ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს შარიფი პლატფორმა „იქსზე“.
კომენტარები
