ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის შემდეგ დგება.
ლოცვა ორთაჯამეში სრულიად საქართველოს მუფთა შეასრულა. მეჩეთმა მლოცველები ვერ დაიტია, რის გამოც ლოცვა ნაწილმა ქუჩაში შეასრულა. მორწმუნეებს ეკეთათ პირბადეები, თუმცა დისტანცია არ იყო დაცული.
დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. იგი ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან ერთად მივიდა.
კომენტარები