„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია მედიასთან შეხვედრაზე საკუთარი გადადგომის გამართლებას ცდილობდა.
„რეალურად, გიორგი გახარიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და გუშინ 2 საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილებას გამართლებას. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას რაიმე გამართლება ჰქონდა, მიუხედავად მისი ინტერპრეტაციებისა. სიახლე იქ არაფერი იყო. მას თავისი გზა აქვს. მე არ მგონია, რომ შედგეს პროექტი „ქართული ოცნება-2“, რაც უნდა შეუწყონ ხელი ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები