მიმდინარე კვირა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტებით იყო დახუნძლული და ესაა მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის გარშემო შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია და საქართველოს ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული ნდობა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული აქტივიზაცია მიანიშნებს ამ ვიზიტებსა და აქტივობებზე რომელიც ჩვენ გვქონდა საერთაშორისო მიმართულებით. მინდა ასევე საერთაშორისო საზოგადოებას ვაუწყო, რომ არანაკლებ დატვირთული იქნება უახლოესი დღეები. ჩვენ ხვალ ველოდებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს საქართველოში. ასევე დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორშაბათს და ძალიან ბევრი აქტივობა გველოდება წინ, რადგანაც მსოფლიოში და ჩვენს გარშემო ძალიან სწრაფად ცვალებად დინამიკურ გარემოში საქართველო უნდა იყოს იქ სადაც არის საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი“, – განაცხადა ზალკალიანმა.