პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. ეს წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, იმ მომენტში გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო უაღრესად დამაზიანებელი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ სახელმწიფოსა და ქვეყნის სტაბილურობისთვის.
„პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. ეს წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“. იმ კრიტიკულ მომენტში მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო უაღრესად დამაზიანებელი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ სახელმწიფოსა და ქვეყნის სტაბილურობისთვის. ზუსტად ეს შეფასება აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილსაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.