მსახიობი გიორგი ყიფშიძე, თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე პერიოდს ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს.
„2005-დან 2008 წლის ჩათვლით კრიზისული პერიოდი მქონდა ნარკოტიკების მოხმარების გამო. ვიღუპებოდი და ვთქვი, ხომ არ გაგიჟდით, ვწვები საავადმყოფოში-თქო არადა უკვე იმედი აღარ ჰქონდათ. მამაჩემმა თქვა, საბოლოოდ „დაგვერხაო“. დედაჩემი და ჩემი ცოლი მედგნენ გვერდით. ვხვდებდი, რომ ბრმად იყვნენ ჩემთან. საბოლოოდ გამოვძვერი ამ „ჯოჯოხეთიდან“. ჩემი ცხოვების ეს სამი წელი ბურუსი იყო, საერთოდ არ მახსოვს. ერთი წელი მქონდა რებილიტაციისათვის. აუზზე დავდიოდი, კატეგორიულად არ შეიძლებოდა დალევა და სასმელს არ ვეკარებოდი. ამ ერთი წლის განმავლობაშ აბსოლუტური სიფხიზლე მქონდა. წონაშიც მოვიმატე და ნელნელა გამოვედი მდგომარეობიდან. მერე დამიძახეს „ქუჩის დღეებში“ და „ყარაბახი 2-ზე“, ეს იყო პირველი იმ ამბების შემდეგ. ამ ეტაპზე კი თუმანიშვილის თეატრში „მეფე ლირზე“ ვმუშაობთ, რომელსაც ზურა გეწაძე დგამს. მეფე ლირს მამაჩემი თამაშობს, მე – ედმუნდს. პრემიერის მოლოდინში თეატრში სხვა სპექტაკლები მოიხსნა, მთლიანად ამაზე ვართ გადართულები“ – ამბობს გიორგი ყიფშიძე „თბილისელებთან“ საუბრისას.
როგორ დააღწია გიორგი ყიფშიძემ თავი ნარკოტიკებს
2016/05/17 13:47:59
კომენტარები
ნანახია: 1693 ჯერ