სამეგრელო-ზემო სვანეთის ერთ-ერთ მინიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი, მამა-შვილი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 წლის გოგონას გაუპატიურება.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები