“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტვ პირველთან” საპატრიარქოს განცხადებას, თბილისი პრაიდთან დაკავშირებით, ეხმაურება:
“ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, არა იმიტომ რომ ეს დღე კონკრეტულ უმცირესობას ეხება, არამედ იმიტომ რომ ეს დღე ეხება იმ ადამიანებს რომლებსაც უკრძალავენ საკითარი აზრის გამოხატვას. გამოხატვის თავისუფლება ჩვენი თანდაყოლილი უფლებაა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე, თავისუფლება და საზოგადოება არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი მუქარა, უმნიშვნელოა, რომელი ინსტიტუტიდან მოდის, მხოლოდ სტიმულს მაძლევა იმ ადამიანების გვერდით ვიდგე და ის ადამიანები დავიცვა.
ერთი რამ მინდა ვუთხრა იმ ინსტიტუტს, რომელმაც გუშინ მუქარა გამოაქვეყნა, “მუტრუკი იმით მუტრუკობს დედა ჰყოლია ვირიო, კაცი ბედშავის მჩაგვრელი სად გაგონილა გმირიო”( ვაჟა-ფშაველა). ასე რომ თქვენი დედები არიან ვირები, თქვენ კიდე მუყრუკები”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.