არცერთი აქტივისტი არ დაშავებულა და ყველანი უსაფრთხოდ ვართ, – ამის შესახებ მოძრაობა ,,სირცხვილია” ,,ფეისბუკგვერდზე” წერს.
,,მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის! ,,სირცხვილიას” არცერთი აქტივისტი არ დაშავებულა და ყველანი უსაფრთხოდ ვართ. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა,”- ნათქვამია მოძრაობა ,,სირცხვილიას” ინფორმაციაში.
კომენტარები