მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
წილოსანი ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება.
„დაძაბულობის ძალიან მაღალი ხარისხი დილიდან იგრძნობა. ძნელია, გაარჩიო, რა არის ამ დაძაბულობის სასტარტო წერტილი. მინდა, ყველა მხარეს მოვუწოდო, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.