ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ჩვენ პირბადის გამოყენებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით. აქ გამოსავალია სწრაფი ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.
„კარგია, რომ ვაქცინების დოზები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ დროულად გამოვიდეთ კრიტიკული პერიოდიდან და რისკების გადაცემა მინიმუმამდე შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია. ეს დღეს ამ პრობლემის კრიტიკული გადაწყვეტაა“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 371 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 355 718, გარდაიცვალა 5 383 პაციენტი.
კომენტარები