ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ შესაძლოა 5 ივნისის ძალადობრივ აქციაზე საკმარისი რაოდენობის პოლიციელი არ იყო მობილიზებული, თუმცა მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც იქ იყო და ჟურნალისტებს იცავდა.
“მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ჟურნალისტებთან ერთად იდგნენ და იცავდნენ. აქ არ არის საუბარი სტრუქტურაზე, საუბარია იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც იქ ჟურნალისტებს იცავდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, არ იყო პოლიციის ის რაოდენობა, რომ სათანადოდ უზრუნველეყოთ ყველა ადამიანის უსაფრთხოება და ამდენი დაზარალებულიც ამის გამოა”, — განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომენტარები