„დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია, სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები – უგულავა, გირჩი და ა.შ. – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დღეს ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას.
„როცა აქციის ჩატარების ერთი ადგილი არ გაქვს და ისევ მედიას ეფარები –
დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია… სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები – უგულავა, გირჩი და აშ…
მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით და ხალხს სიმართლე უთხარით!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.
კომენტარები