დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებდნენ. სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა რვა გამოსაცდელმა, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზის გამო, ვერ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათიდან განახლდება, 12 და 13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ.
კომენტარები